პირველი ინდივიდუალური ეკომეგობრული ტრანსპორტის კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია შეცვალოს ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებით გამოწვეული პრობლემები. მომავალთან ჩვენ სკუტერებს მიყავხართ, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოძრაობა უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახადოთ.

სწორი გადაწყვეტილება აგვარებს ისეთი სახის პრობლემებს როგორიცაა: დაბინძურებული გარემო, გადაადგილების დროს გამოწვეული დისკომფორტი, რომელიც გევლინებათ დაუსრულებელი საცობში დგომით, უარს ამბობთ ზედმეტ ხარჯზე, ხართ მუდმივად ტონუსში და რაც მთავარია, იგებთ ყველაზე მნიშვნელოვანს, დროს! ამასთან ერთად, არ გაღელვებთ პარკირების პრობლემა, რადგან ინდივიდუალური ეკომეგობრული ტრანსპორტი ყველაზე მოსახერხებელია, რაც იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერ ადგილას გააჩეროთ, სურვილის შემთხვევაში თან იქონიოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შეიტანოთ დახურულ სივრცეში და უბრალოდ გახადოთ ნივთი, რომელიც ნებისმიერ საქმეში თქვენი განუყრელი მეგობარია.

ალბათ არაფერი უხდება თბილისის გადატვირთულ ქუჩებს ისე, როგორც უახლესი ტექნოლოგიის ქიქ სკუტერები. არ ჩამორჩე თანამედროვე სამყაროს! ზეგ უახლოესი მომავალია, მომავალი, რომელსაც ჩვენ ვქმნით თქვენთან ერთად.

ჩვენი სამომავლო გეგმები : გადვხადოთ ეკომეგობრული ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვაქციოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტად. ხელი შევუწყოთ ყველა ისეთ წამოწყებას, რომელიც გააუმჯობესებს გარემოს და ხელს შეუწყობს ჯანსაღ ცხოვრებას. ვეცადოთ, რომ გადაადგილება გავხადოთ სწრაფი, სასიამოვნო, ისე რომ გარემოს არანაირი ზიანი არ მივაყენოთ.